14:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 12:57:32, 1814 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: 7 ნოემბერი სადიზმის სიმბოლოა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ საზოგადოებისადმი ჰქონდა

„7 ნოემბერი არის სადიზმის ერთ-ერთი გამოხატულება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებისადმი ჰქონდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, შეცდომები და სასაყვედურო დღევანდელ მთავრობასაც აქვს, თუმცა „ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა.

„7 ნოემბერი ჩვენი განვლილი ცხოვრების მხოლოდ ერთი სეგმენტი და ერთი ეპიზოდია. ეს არის სიმბოლო ისევე, როგორც ის ყავარჯნებიანი კაცი იქცა 7 ნოემბრის სიმბოლოდ, თორემ ამის მიღმა უამრავი რამ არის, რაც მათ მიერაა ჩადენილი და გაკეთებული. უამრავი ხალხია გაუბედურებული, რომელთა მძიმე მდგომარეობა დღემდე მემკვიდრეობად მოგვყვება. ეს არის 7 ნოემბერი. რაც შეეხება საყვედურებს, ალბათ არის სასაყვედურო, მაგრამ იმ უშველებელი საქმეების ჩამონათვალსაც გადავხედოთ, რაც ამ ბოლო პერიოდში გაკეთდა. ათეულ ათასობით ადამიანია სიკვდილს გადარჩენილი გინდა სამედიცინო დახმარებით და გინდა თანადგომით, რასაც სხვა სოციალური პროგრამები ჰქვია. თუმცა ეს არ არის საკმარისი. უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics