18:54 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 10:33:13, 641 ნახვა

რეგიონი
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი: ოქტომბერში საზღვრის დარღვევის 58 შემთხვევა დაფიქსირდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა "საზღვრის" უკანონო გადაკვეთის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენლების ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში "საზღვრის" დარღვევის 58 შემთხვევა დაფიქსირდა.

"დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით განხორციელდა სამართალწარმოება, შედეგად 44 ადამიანს დაუწესდა ჯარიმა, 4 ადამიანი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გავაძევეთ და ჯარიმა დავუწესეთ, 2 პირი რესპუბლიკის ტერიტორიიდან გავაძევეთ, 8 პირს გაფრთხილება მიეცა. საერთო ჯამში დამრღვევების მიერ გადახდილი ჯარიმის ოდენობა 111 ათას 500 რუბლია. საზღვარის პრობლემატურ ტერიტორიებზე დარღვევის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, ზნაურის რაიონში, დაიწყო სამუშაოები. კერძოდ, 1000-მეტრიანი დამცავი ღობის აგება. ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დამრღვევთა მიმართ განხორციელებული ადმინისტრაციული ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შემუშავდა და პარლამენტს გადაეგზავნა კანონპროექტი, რომელიც დეპუტატებმა 2 ნოემბერს დაამტკიცეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები შეწყვიტოს. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics