|
2015-06-12 15:24:45, 375 ნახვა
საზოგადოება
„შულც გლობალის“ ფონდი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, საქართველოში 100 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ “კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I” -ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილი დაესწრო. ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიაში კომპანია „შულც გლობალ ინსვესტმეტთან“ ერთად მონაწილეობდა “გლობალური ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ფონდი” (“GEEREF”), ევროპის საინვესტიციო ბანკის (“EIB”) აფილირებული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე ინვესტირებაზე განახლებადი ენერგიის დარგში და “ავსტრიის განვითარების ბანკი” (“OeEB”). “შულც გლობალ ინვესტმენტი” ორიენტირებულია დაახლოებით 10-დან 20 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაზე. ამ სიდიდის პროექტები თავისთავად გულისხმობს ნაკლებ გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს. ამავდროულად, “შულც გლობალი” გეგმავს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობისა და მათი ოპერირების პროცესებთან დაკავშირებული გარემოს დაცვით და სოციალურ სფეროებში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობისა და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი პროექტების განხორციელებისა და დაგეგმვის ეტაპებზე. „შულც გლობალი“ წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც მსოფლიოს დინამიურად განვითარებად ქვეყნებზეა ორიენტირებული. დღესდღეობით იგი რამდენიმე ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციებს მართავს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში და პარტნიორობს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)