14:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 20:13:29, 1811 ნახვა

კომენტარი
პრემიერი კანაფის კულტივაციაზე - საზოგადოებრივი მოსაზრება იყო კანონპროექტი გაწვეულიყო, ასეც მოვიქეცით

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არასოდეს მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ისე, თუ ეს არ იქნება ქართულ საზოგადოებასთან ძალიან ფართო კონსენსუსის შედეგი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ბახტაძის თქმით, გუნდმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და კანონპროექტის გაწვევა მოხდა. 

"მმართველმა გუნდმა თავიდანვე განაცხადა, რომ კონსულტაციებს გაივლიდა ყველა მხარესთან, მათ შორის საპატრიარქოსთან და საზოგადოების მოსაზრებებს მოისმენდა. მოვისმინეთ კონკრეტული შეხედულებები ამ პროექტის შესახებ და მივიღეთ ძალიან ობიექტური გადწყვეტილება. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ხელწერა, რომ ყველა პროექტის წინაპირობად მიგვაჩნია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. საზოგადოებრივი შეხედულება და მოსაზრება იყო ის, რომ ეს კანონპროექტი უნდა გაწვეულიყო უკან და ასეც მოვიქეცით”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics