15:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 15:47:13, 1571 ნახვა

კომენტარი
კორძაია ივანიშვილის მიმართვაზე: ეს იყო სასოწარკვეთილი და შეშინებული ლიდერის გამოსვლა

„დღევანდელი მისი მოწოდება იყო სასოწარკვეთილი და შეშინებული ლიდერის გამოსვლა“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, ივანიშვილმა აქცენტი ისევ წარსულზე გააკეთა, რადგან მომავალს ვერ ხედავს.

„ის ისევ აქცენტს აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ წარსულზე, ყველაზე დიდი საშინელება სწორედ ეს არის, რომ ის ვერ ხედავს მომავალს, ის ვერ ხედავს მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან თანაცხოვრების შესაძლებლობას და წარმოუდგენელია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს მიიღონ მისგან. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ, ეს არის, რომ „ქართული ოცნების“ ხაზი და რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ორი საქართველო არსებობს, დღეს დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრია“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვა იხილეთ აქ

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics