15:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 21:38:50, 1647 ნახვა

პოლიტიკა
კახიანი - ოქრუაშვილი ვაშაძის შეხვედრა პოლიტიკური ლუსტრაციის გაგრძელებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი გრიგოლ ვაშაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრას პოლიტიკური ლუსტრაციის გაგრძელებად აფასებს.

„მე ვიტყოდი, რომ ამ არჩევნების შედეგებმა ერთი რამ დაგვანახა, ფაქტობრივად, დაიწყო პოლიტიკური ლუსტრაციის პროცესი, როცა ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იმ პოლიტიკური ჯგუფების თავმოყრა, რომლებზეც ვამბობდით, რომ ისინი რეალურად არც არსად წასულან. ესეთი იყო, მაგალითად, „ევროპული საქართველო“, რომლებზეც ვამბობდით, რომ დაშლა მოჩვენებითი ხასიათის იყო. როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, დაბრუნდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში. ახლა გამოჩნდა ბატონი ოქრუაშვილი, ხვალ შეიძლება სხვა ვინმე გამოჩნდეს. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი აჩენენ თავის სახეს, რაზეც ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ჩვენ კი ამასობაში საქმეს ვაკეთებთ და გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც საზოგადოების ინტერესში არის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუციით მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics