21:11 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 14:24:31, 917 ნახვა

საზოგადოება
მუხიანში, ექვს ოჯახს საკუთრების მოწმობები გადაეცა

ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. ამჯერად, გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N10 კორპუსში მცხოვრებ ექვს ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა.

აღნიშნული ოჯახები N10 კორპუსში წლების განმავლობაში ცხოვრობენ. მათ პირდაპირი განკარგვის ფორმით, პრივატიზების ხელშეკრულებები და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ. 

ხელშეკრულებები და საკუთრების მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად გადასცა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics