09:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 15:54:43, 1510 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ დანია-საქართველო შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის სხდომას უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ დანიასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმებისა და პროექტის ,,საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის განხორციელების ხელშეწყობა" ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის რიგით მეოთხე სხდომას უმასპინძლა.

სხდომას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი კომისიის, დანიის მთავრობისა და დონორი ორგანიზაციის მონაწილეები, ასევე პროექტში ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტები.

პროექტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:  ახალი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება სამშენებლო სექტორისათვის ევროკავშირის  Energy Performance of Building 2010/31/EU დირექტივის, შესაბამისად;  საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება საყოფაცხოვრებო სექტორისათვის Energy Labeling Directive 2010/30/EU  დირექტივის შესაბამისად;   ენერგეტიკულ მონაცემთა შეგროვების, მონიტორინგისა და ანგარიშგების (MRV) ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბება;  ეროვნული ქსელის რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავება ეროვნულ ელექტროენერგეტიკულ ქსელში განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის მიზნით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics