|
2015-06-11 15:15:56, 773 ნახვა
საზოგადოება
ლიბერთი ბანკმა ვარკეთილში სერვის ცენტრი გახსნა
ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო საბანკო მომსახურების დარგში, არმენ მატევოსიანმა, თბილისში ვარკეთილის III მიკრო რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ახალი სერვის ცენტრი 6,000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ინტერნეტ ბანკის გააქტიურება, ლიბერთი ანგარშის გახსნა, საპენსიო მომსახურების მიღება და სხვა. აღნიშნული სერვის ცენტრის გახსნა საშუალებას მისცემს ვარკეთილის მოსახლეობას მიიღოს სხვადასხვა საბანკო და არასაბანკო მომსახურებები სწრაფად და მარტივად. ლიბერთი ბანკი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელშია წარმოდგენილი. ლიბერთი ბანკმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 130-ზე მეტი ფილიალი და სერვის ცენტრი თანამედროვე სტანდარტებით გაანახლა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით, 630-ზე მეტი მომსახურების წერტილით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.5 მილიონზე მეტ ფიზიკურ და 69,000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება. ლიბერთი ბანკის განახლებულ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში ასევე წარმოდგენილია ბანკომატები და თვითმომსახურების ტერმინალები, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია თანხის განაღდება, ანგარიშზე თანხის შეტანა, სესხის დაფარვა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა. ფილიალების მოდერნიზებასთან ერთად, ლიბერთი ბანკი მოხმმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დისტანციურ მომსახურების არხებს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს საბანკო მომსახურება ბანკში მიუსვლელად შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ლიბერთი ბანკი მომავალშიც გეგმავს ახალი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)