17:49 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 12:10:57, 1016 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ხმა მივეცი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ არჩევანს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

იგი ხმის მისაცემად ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  რეგიონში საარჩევნო პროცესი თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.

"დღე, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ბოლოჯერ, პირდაპირი წესით ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს. მე არჩევანი გავაკეთე კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად  დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ არჩევანს. დარწმნებული ვარ, ის იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ღირსეულად გაართვას თავი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებს“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
BOG Emolas Corporation-თან პარტნიორობს - კულტურული პროექტები აშშ-ში მყოფი ქართველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics