07:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-27 12:06:58, 3061 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მეხუთე შეხვედრა გამართა

მთელი საქართველოს ბანკმა და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსმა“  პროექტის „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართეს სახელით: „სტუმარ-მასპინძლობის სტამბა“,  რომელიც ტურმიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ლიდერი კომპანიის - „აჭარა ჯგუფის“ განვითარებას მიეძღვნა.

შეხვედრის მოწვეულმა   სპიკერმა,  „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა,  ვალერი ჩეხერიამ საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესში  ქართული კომპანიის მიერ   შექმნილ გამორჩეულ და მაღალ სტანდარტზე ისაუბრა; სტუმრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება  სასტუმრო ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, ქართული სტუმარ- მასპინძლობის წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ.

ბიზნეს კაფეს მორიგ შეხვედრას ესწრებოდა 40 ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მათ შორის   საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

„ბიზნეს კაფე“ წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანია ინსორსის პროექტს, რომელიც 2018 წლიდან მთელი საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება და მისი მიზანია ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელების   არაფორმალური შეხვედრა საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics