2018-10-23 21:12:17, 2209 ნახვა
სამართალი
მარტვილში პოლიციელებსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ინციდენტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
მარტვილის საპატრულო პოლიციასა და მოქალაქე ედიშერ სიგუას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილეის გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.
„ე.ს-სა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება 2018 წლის 22 ოქტომბერს დაიწყო. მარტვილის რაიონის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინებისთანავე საქმე აღიძრა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ედიშერ სიგუას მარტვილის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს.
ავტორი: ,