17:39 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 11:23:47, 1189 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის  სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან.

ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკას ეხება.

შეხვედრა კახეთში, სასტუმრო „კაჭრეთი ამბასადორში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარდა.

პროექტი „მცენარეთა მავნე ორგანიზმების მონიტორინგისა და პროგნოზის ეროვნული სისტემის შექმნის მხარდაჭერის“ ფარგლებში მიმდინარეობს და მისი მიზანია ეკონომიური მნიშვნელობის მქონე მცენარეთა მავნე ორგანიზმების განსაზღვრის კრიტერიუმების ჩამოყალიბება.

შეხვედრაზე მავნე ორგანიზმების მონიტორინგის გამოცდილების მქონე სპეციალისტებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარებს. მიღებული გამოცდილებით, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics