16:23 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 12:05:10, 1791 ნახვა

საზოგადოება
2020 წლიდან დედაქალაქში 200-მდე ელექტროავტობუსი შემოვა

„2020 წლიდან თბილისის მერია დედაქალაქში სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიან 200-მდე ელექტროავტობუსს შემოიყვანს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია: 2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან ვფიქრობდი, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება დედაქალაქში შეუძლებელი და რთული იქნებოდა, თუმცა იმ კვლევის შედეგებმა, რომელსაც „სისტრა“ ატარებს, აჩვენა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს აუცილებლად სჭირდება ელექტროავტობუსები, რომლებიც უნდა იყოს 18-მეტრიანი. ვფიქრობთ, რომ 2020 წლიდან, ის 550 ავტობუსი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით, 900 ერთეულამდე  გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის შემდეგ, თბილისში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება, რაც დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს  უპირატესობა შეექმნება და გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics