|
2018-10-22 10:52:01, 1673 ნახვა
სამხედრო
კახეთის შემდეგ აქტიური რეზერვის საპილოტე პროექტი აჭარისა და გურიის რეგიონებშიც ამოქმედდა
რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ამჯერად ბათუმში დადეს. ბათუმში ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყება ფიცის მიღების ცერემონიალით აღინიშნა. რეზერვისტებს სამხედრო ფიცის მიღება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცეს. დღეიდან რეზერვისტები შეიარაღებულ ძალებში 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ, მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. სტუდენტები კი, 5 წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდებიან. დღესვე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის თავდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად პოლკოვნიკი მალხაზ მელქაძე და მაიორი ფრიდონ მახარაძე უწყებრივი მედლებით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა. ეროვნული გვარდიის 14 სამხედრო მოსამსახურეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის მედლები „სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის“ გადაეცათ. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და გურიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა დაესწრო.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)