|
2018-10-20 16:31:07, 4436 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძე დააკავა
„დედაენის ბაღში“, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ორგანიზებით „კანაფის ლეგალიზების ფესტივალი“ მიმდინარეობს, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი რამოდენიმე მოქალაქისთვის სავარაუდოდ, კანაფის გადაცემა გახდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯაფარიძე არ დაუკავებიათ და იგი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაჰყავთ. ჯაფარიძის გარდა, პოლიციამ ფესტივალის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. შეგახსენებთ, მანამდე, პოლიციამ გირჩის ლიდერები - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი, ასევე ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური, ნიკა ობოლაძე, განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც შსს-ში განმარტეს, განყოფილებაში მათი გადაყვანა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით მოხდა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)