15:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 17:17:51, 893 ნახვა

საზოგადოება
ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს მშენებელი კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული კონსტრუქტორ-გეოლოგებისა და მოსახლეობის მიერ მოწვეული ექსპერტის დასკვნებს გაეცნო.

აღნიშნული დასკვნების მიხედვით, ამ ეტაპზე, კლდის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს და გამაგრების სამუშაოები, რომელიც კომპანიამ ამ დრომდე განახორციელა, სწორადაა შესრულებული.

ილია ელოშვილის განცხადებით, 22 ოქტომბერს, ყველა მხარის ჩართულობით შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეტალები განიხილება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით გაგრძელდება აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ ფერდობი ჩამოიშალა და შესაბამისად, მერიის სამსახურებმა მშენებლობა გააჩერეს. გეოლოგიის მთლიანად გადახედვა მოხდა,  შემდეგი ეტაპი კი, დამცავი კედლის მოწყობა იყო იმისთვის, რომ გამაგრების  დაუყოვნებლივი   სამუშაოები ჩატარებულიყო. მომზადდა ორი ალტერნატიული დასკვნა. ერთი - თავად მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი კონსტრუქტორ-გეოლოგის, მეორე კი - კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული ახალი ექსპერტების მიერ. დღეს ამ დასკვნებს ჩვენ ერთმანეთს გავუცვლით. ჩვენთვის მოსახლეობისა და აქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება ნომერ პირველია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დროისთვის, ფერდის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს. შემდეგი ეტაპი არის ის, თუ რა ფორმით გაგრძელდეს მშენებლობა იმისთვის, რომ არანაირი საფრთხე მოსახლეობისთვის არ არსებობდეს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მოსახლეობის მიერ მოწვეული კონსტრუქტორ-გეოლოგის, დავით გიგინეიშვილის განმარტებით, გამაგრების სამუშაოები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ჩატარდა, ჩამონაშალი ფერდის მდგრადობის შენარჩუნებისთვის ადეკვატურია, თუმცა ფერდის დარჩენილი ღია ნაწილი ტორკრედ-ბეტონის ფენით უნდა დაიფაროს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics