15:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 15:52:01, 785 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სარალიძე: სუბელიანის თემით ცდილობენ, რომ ჩემი შვილის თემა გადაფარონ

მთავარ პროკურატურასთან ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ. 

შვილმკვდარი მამების განცხადებით, მათ აღარ აქვთ სამართლიანობის აღდგენის იმედი.
ზაზა სარალიძემ მირზა სუბელიანზეც ისაუბრა და მის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს სისულელე უწოდა.

"ნუ გვაბოლებთ! დიახ, გვაბოლებენ ესენი. ხან რა მოიფიქრეს, ხან-რა. ახლა ის თქვეს, რომ მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადა. კარგით რა..სისულელეა. ნეტა ვის სჯერა ამის? ჯერ დაბეგვეს კარგად და მერე თქვეს, რომ თავის მოკვლა სცადა. თუ თავის ჩამოხრჩობა სცადა, ფეხებზე რატომ ჰქონდა სილურჯეები და სიწითლეები?! ამით უბრალოდ ცდილობენ, რომ ჩემი შვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის თემა გადაფარონ. ცდილობენ საზოგადოების აზრი გადავიდეს მირზა სუბელიანისკენ და ჩვენი საქმეები მიაფუჩეჩონ. ვაი ამათ პატრონს! ზუსტად მაგიტომ მოვედი, რომ შევახსენო თავი, რომ არ დავბოლდები და ვერ მოგვატყუებენ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს მალხაზ მაჩალიკიშვილიც და პროკურატურას "კრიმინალთა ხროვას" უწოდებს. 

‘’პროკურატურა მთელ ქვეყანას აბოლებს. ეს არის კრიმინალთა ხროვა, შექუჩებული სადღაც მაღლა და სჩადიან დანაშაულს, რომელიც ნორმალურ სახელწმიფოში დაუშვებელია. დღეს, ფაქტობრივად, საქართველოს არც მთავრობა ჰყავს და არც- ხელისუფალი. ამ ხელისუფლების იმედი მე პირადად არ მაქვს", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics