|
2018-10-15 16:43:46, 1848 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობას ესტუმრნენ
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებული მედიაციის სახლის ბენეფიციარებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში უმასპინძლეს. ბენეფიციარებმა დაათვალიერეს უძველესი ქართული ჯიშის ვაზები, დაკრიფეს ყურძენი, მონაწილეობა მიიღეს მის დაწურვასა და ბადაგის მოდუღებაში. მეურნეობის მფლობელმა, მეწარმე გიორგი ალადაშვილმა ახალგაზრდებისთვის სპეციალური ლექცია-ტური მოაწყო, რომელიც ბიოდინამიური მეთოდით, ყოველგვარი შხამქიმიკატების გამოყენების გარეშე ვაზის მოყვანას შეეხებოდა. ახალგაზრდებმა დააგემოვნეს ქართული ხორბლისგან დამზადებული შოთის პური და საკუთარი ხელით სცადეს ჩურჩხელების ამოვლება. რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა ძველი ტრადიციული მეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო–სამეურნეო პროდუქტს ამზადებს და ადგილზე მისულ სტუმრებს უმასპინძლდება. მეწარმე გიორგი ალადაშვილი ვაზის შესაწამლად, ქიმიური შხამქიმიკატების ნაცვლად, მუხის ქერქს, ტირიფს, ჭინჭარს, ჯორისძუას, ხახვის ფოჩებს, შროშანსა და სხვა ბუნებრივ საშუალებებს იყენებს. „ჩვენი ბენეფიციარებისთვის რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში მოეწყო როგორც სანახაობრივი, ასევე შინაარსობლივი ტური. მინდა მადლობა გადავუხადო მეურნეობის ხელმძღვანელობას, რომელმაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით თავად გამოთქვა სურვილი უსასყიდლოდ ემასპინძლა ჩვენი ბავშვებისთვის; სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად ბენეფიციარები გაეცნენ მევენახეობისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, რომელიც შესაძლებელია მათი მომავალი საქმიანობის მოტივაციაც გახდეს,” განაცხადა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სემინარები.
(NS)
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)