|
2015-06-09 14:50:18, 455 ნახვა
პოლიტიკა
ბალტიის ასამბლეა რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს გმობს
ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმმა რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებთან დაკავშირებით განცხადება მიიღო, რომელშიც პრეზიდიუმი საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ფედერაციის მიერ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას გმობს. "ბალტიის ასამბლეა კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ბალტიის ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში, და მისცეს როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება და რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებს შორის მანამდე გაფორმებული შეთანხმებები ცალსახად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ბალტიის ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა „ეწინააღმდეგება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას და აფერხებს რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესს“.
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)