|
2015-06-09 14:34:19, 452 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: იმ მილიარდიანი რეზიდენციიდან დამოძღვრას, ჯობია აბაშიშვილი მოვიდეს და დაგველაპარაკოს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტის ინიციატორი, თამაზ მეჭიაური, ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ისაა, რომ ეროვნული ბანკი მომავალში პოლიტიზირებული აღარ იყოს. მეჭიაურმა ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში მან ორი საპრეზიდენტო რეზიდენცია ახსენა. "ზუსტად იმიტომ გავაკეთე ამის ინიცირება, რომ დღეს არის ეროვნული ბანკი პოლიტიზირებული.ცალსახად პოლიტიზირებული. 4-5 ბანკი პირდაპირ სდებს ბრალს გაკოტრებაში. ფაქტი, რომ თვითონ მონაწილეობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამდენი ბანკის გაკოტრებაში, იძლევა თუ არა მის მიმართ გარკვეული უნდობლობის ქონის უფლებას. აბაშიშვილმა ჯობია იმ მილიარდიანი რეზიდენციიდან აქეთ დამოძღვრას, მოვიდეს და დაგველაპარაკოს თუ რამე აინტერესებს რადა ცოტა ქამრების შემოჭერაზე რომ ლაპარაკობენ და რომ ბაძავენ ზოგიერთ პრეზიდენტს, ვითომ გაჭირვებული ცხოვრების წესით ცხოვრებაში, ცოტა კეთილი ინებონ და ორი რეზიდენცია რომ არის აშენებული, მათაც შემოიჭირონ ქამრები და გადავიდნენ",-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. ამასთან, მეჭიაურის მოადგილის თქმით, კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამჯვნას ითვალისწინებს, ასოცირების ხელშეკრულებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. "ვერ ჩავთლიდი, რომ იგი ასოცირების ხელშეკრულეაბასთან წინააღმდეგობაშია, აღნიშნულ საკითხზე ასოცირების ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი",-აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი, ასოცირების დღის წესრიგთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უკვე ღიად გაჟღერებულ პოზიციებთან წინააღმდეგობაში მოდის. მისივე თქმით, ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ცვლილებები, მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტების და ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს.
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)