02:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 16:21:54, 2561 ნახვა

ეკონომიკა
ბობ მეიერი: საქართველოს ეკონომიკა იზრდება, საინვესტიციო გარემო კი იდეალურია

კომპანია ლისის ერთ-ერთი დამფუძნებლის  ბობ მეიერის განცხადებით, დღეს საქართველოში საბანკო რეგულაციები უკეთესია, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში.

ამასთან, როგორც მეიერი ამბობს, საქართველოს ეკონომიკა იზრდება, საინვესტიციო გარემო კი იდეალურია.

„საქართველოში 1992 წლიდან ვარ, ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან ერთად საკმაოდ ბევრი ლოკალური ინვესტიცია განვახორციელე. ამ პერიოდში საქართველოში მდგომარეობა საკმაოდ ცუდი იყო, თუმცა ბოლო 10 წელიწადში სიტუაცია გაუმჯობესდა მნიშვნელოვნად. საქართველოს ეკონომიკა იზრდება, საინვესტიციო გარემო კი იდეალურია. რაც შეეხება საქართველოში საბანკო რეგულაციებს, ამ მიმართულებით, რეგულაციები უკეთესია, ვიდრე ეს ევროპაში და ამერიკაშია. საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ კონსერვატიულია, რაც ძალიან კარგია. შედეგად, ქართული საბანკო სისტემა მეტად სოლიდური და უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნების, ან ვიდრე ჩემი ქვეყნის - ჰოლანდიის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ბევრ ქვეყანაში ბანკებს ვერ ენდობი, მაგრამ საქართველო საბანკო სისტემით მეტად სანდოა“, - ამბობს ბობ მეიერი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics