07:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 16:37:37, 1572 ნახვა

კომენტარი
მერაბიშვილის მეუღლე: გვაწვალებენ და დაგვცინიან... რატომ არ შეიძლება მეუღლე მოვინახულო?

„არ ვიცი, რატომ არ მიშვებენ, უბრალოდ გვაწვალებენ, ჩემი აზრით, დაგვცინიან კიდევაც“, - ამის შესახებ  ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სალაყაიას თქმით, მისთვის დღემდე უცნობია, რა კვლევებს უტარებენ მერაბიშვილს.

„უბრალოდ გვაწვალებენ ჩემი აზრით, დაგვცინიან კიდევაც. ისეთ რაღაცებს ითხოვენ, მართლა ისეთ რაღაცებს  ითხოვენ, რაც მათ ყველაფერი აქვთ ბაზაში. მკურნალი ექიმის გარდა. მათ აქვთ ბაზაში, ჩვენ არა გვაქვს უბრალოდ ჩვენ ბაზაში რომ მკურნალ ექიმს დავუკავშირდეთ და რეკომენდაცია მომცეს რომ ჩემი მეუღლე ვნახო. ფიზიკურად მინდა ვნახო როგორ არის. მართლა ფიზიკურად მაინტერესებს როგორ არის, რომ ვნახო ამის უფლება რატომ არ გვაქვს ვერ ვხვდები. არასდროს შეთანხმებული ჩვენთან არაფერი არ ყოფილა. არც კვლევა, არც გადაყვანა. მოვითხოვ, რომ ვიცოდე ვინ არის მკურნალი ექიმი, რატომ არ მიშვებენ, რატომ არ შეიძლება რომ მოვინახულო, წამებაა ადამიანის? რა კვლევებს უტარებენ. იქნებ არ ვარ თანახმა იმ კვლევებზე და მინდა სხვა კვლევები გაიკეთოს. რას ნიშნავს ეს ვერ გავიგე“, - განაცხადა თაკო სალაყაიამ.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კლნიკაში გადაყვანა დამატებითი სისხლის ანალიზის ჩასატარებლად გახდა საჭირო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics