02:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 11:43:48, 1896 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ჰონგკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება რატიფიცირებისთვის პარლამენტს ეგზავნება

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი ივნისში მოეწერა, რატიფიცირებისთვის საქართველოს პარლამენტს ეგზავნება. 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც ჰონგკონგმა რეგიონში გააფორმა.

„ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს უკეთ ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას დავუმატოთ ახალი ეკონომიკური პლატფორმები. ჰონგკონგთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრას და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას; ასევე ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრა ვაჭრობაში, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულება. 
ჰონკონგი არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ცენტრი და შესაბამისად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი მეწარმეებისთვის, რომ წვდომა ჰქონდეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე თითქმის 8-მილიონიან ბაზარზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics