|
2018-10-01 14:03:17, 1324 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: „ოცნება“ მთლიანად დასცილდა ხალხის ინტერესებს და დაკარგა უფლება ხელისუფლებაში ყოფნა გააგრძელოს
"ის რაც გუშინ მოვისმინეთ სცილდება ყოველგვარ ზღვარს და დღეს ქვეყანაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი გუნდი შესაძლო კორუფციის ყველა საქმეს გამოიძიებს. "ჩვენ საზოგადოებაში აქამდეც არსებობდა ინფორმაციაც და დასაბუთებული ცნობებიც კორუფციის და არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც დღეს ქვეყანაშია გამეფებული, მაგრამ ის რაც გუშინ მოვისმინეთ სცილდება ყოველგვარ ზღვარს და დღეს ქვეყანაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია, როდესაც მთელი უმაღლესი ხელისუფლება ჩართულია კორუფციასა და კორუფციულ სქემებში. უფრო წინაც წავიდა "ქართული ოცნება" და შევარდნაძის კლანური სისტემის წინ დგას არაფორმალური, მაფიოზური მართვის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს სახელმწიფოში. ეს ყველაფერი არის უაღრესად საგანგაშო და ეს ყველაფერი აყენებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხის გაცემის საჭიროებას. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ დღეს "ქართული ოცნების" ბრიფინგი, მათი პასუხი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად დასცილდა საზოგადოებრივ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს და დაკარგა არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ მორალური უფლებაც კი, გააგრძელოს ხელისუფლებაში ყოფნა. ჩვენ მოვისმინეთ პასუხი ხელისუფლების, რომელმაც ხათრს გულისთვისაც კი, არ უთქვამს, რომ გამოიძიებენ ამ საკითხს და დასჯიან დამნაშავეს. მოვისმინეთ აგრესია, ტყუილი და თვითკმაყოფილი ტრაბახი იმ მიღწევებზე რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ვითომდა მოუტანა ქვეყანას ამ 6 წლის განმავლობაში. ამიტომ, სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს საქმე არ და ვერ იქნება გამოძიებული. არადა, საქმე შეეხება საქართველოს ფუნდამენტურ ინტერესს, ვართ ჩვენ სახელმწიფო, თუ ვართ ჩვენ ქვეყანა, სადაც ყველა ინსტიტუტი იმართება არაფორმალურად და მთელი ხელისუფლება ჩართულია კორუფციაში. ამიტომ, ერთადერთი პასუხი, რომელიც დღეს ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება გასცეს ამ გამოწვევას, გახლავთ 28 ოქტომბრის არჩევნები, ამომრჩევლის დარაზმვა, მოსვლა და 28 ოქტომბერს უარის თქმა იმ ხელისუფლებისთვის, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა კრიზისში და რომელიც, არც კი, აპირებს გამოიძიოს ეს უმძიმესი დანაშაულის ფაქტები. რა თქმა უნდა ეს დანაშაულებები უნდა იყოს გამოძიებული. ეს უნდა მოხდეს და მოხდება აუცილებლად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. თქვენ იცით, რომ "ევროპული საქართველოს" პოზიციაა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშწორება, შურისძიება და რევანში. ჩვენ ამ პოზიციაზე ვართ დღესაც, ამიტომ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ამ დანაშაულს აუცილებლად გამოვიძიებთ, ოღონდ პოლიტიკური შურისძიების გამოსარიცხად და ამ გამოძიებას გადავცემთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოს. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ არჩევნებში "ქართულ ოცნებას", მოვალთ ხელისუფლებაში და გამოვიძიებთ ამ სისტემური კორუფციის და რეკეტის საქმეს და ამას გავაკეთებთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რომ გამოძიებას ჰქონდეს სანდოობა და გამოირიცხოს პოლიტიკური ანგარიშსწორება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)