20:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 14:44:45, 1439 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება

ზღვის უბანში, ანაპის 414-ე დივიზიის მეორე შესახვევში გზის რეაბილიტაცია სრულდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ანაპის მეორე შესახვევში წყალარინების ცენტრალური სისტემა და ასფალტის საფარი არ არსებობდა. იყო გრუნტის გზა, რის გამოც წვიმიან ამინდში მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. დღეს აღნიშნული შესახვევის კაპიტალური შეკეთება დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა ანაპის პირველ შესახვევშიც მოვაწესრიგეთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

 აღნიშნულ შესახვევში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების საერთო ღირებულება 238 000 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics