00:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 14:32:23, 2054 ნახვა

პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა ელჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და გამოთქვა იმედი, რომ მისი ელჩობის პერიოდში საქართველო-გერმანიის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

მხარეებმა ძირითადად ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით ხორციელდება.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ქართულ-გერმანული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და ახალ დონეზე გადასვლას.

ჰუბერტ კნირშმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარეებმა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics