23:48 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 19:50:02, 2402 ნახვა

პოლიტიკა
ხორავას ქუჩის საქმეზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი გამოქვეყნდა

საქართველოს პარლამენტმა დადგენილების პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა და პლენარულ სხდომაზე მას კენჭს უყრის. 

პარლამენტის დადგენილება კომისიის მიერ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე პირების დადგენის მცდელობას, მირზა სუბელიანის მხრიდან გამოძიებაზე შესაძლო ზემოქმედებას და სხვა საკითხებს ეხება. 

კერძოდ, "ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში ასახულია რეკომენდაცია სამართალდამცავთა მიმართ, გამოკვეთონ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის მკვლელობისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აგრეთვე, მმართველ გუნდი მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობისას ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე. 

სრული დადგენილების სანახავად გადადით ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1CZ7Im9kPvAvOQwshSK0U93bIXY3RKjni/view





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics