13:14 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 17:22:43, 528 ნახვა

რეგიონი
ბარათაულის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდა

ბარათაულის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ახალი ლიტერატურით შეივსო.

შუახევის მერიის ინფორმაციით, 200-ამდე სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა ბიბლიოთეკას დღეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მოადგილე რუსუდან შავაძესთან, კულტურის ცენტრის დირექტორთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გადასცა და განახლებული ბიბლიოთეკიდან სიმბოლურად წიგნიც გამოიწერა.

 წიგნადი ფონდი განახლდება შუბნის, ოლადაურის, უჩამბის და ზამლეთის ბიბლიოთეკებშიც. მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკებისთვის მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო ლიტერატურის შესაძენად 6394 ლარი გამოყო. სულ შეძენილი იქნა 780 წიგნი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics