22:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 00:39:39, 2015 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა და "ამაზონის" ხელმძღვანელმა პირებმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალზე ისაუბრეს

საქართველოს მზარდი როლი ციფრულ მიმართულებაში, რეგიონული პროექტები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები იყო საუბრისმთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და "ამაზონის" ვებსერვისების ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე, რომელიცდღეს ვაშინგტონში გაიმართა. 
კომპანიის საერთაშორისო გაფართოების მიმართულების ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა  მთავრობის მეთაურს "ამაზონის" პრიორიტეტები დასერვისების გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილი აქტივობები გააცნო. 
საუბრისას ხაზი გაესვა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალს, განსაკუთრებითრეგიონულ კონტექსტში. 
ასევე, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ციფრული აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივა და 
მიმართულებებები, რომლებშიც საქართველოს "ამაზონის" სერვისების ეფექტურად გამოყენება შეუძლია.  
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა და მთავრობა ამ მიმართულებითდაგეგმილი ნაბიჯების წარმატებით განხორციელების პროცესში მსოფლიოს მოწინავე კომპანიებთან თანამშრომლობასა და მათი გამოცდილებისგაზიარებას მიესალმება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics