|
2018-09-19 16:22:43, 2726 ნახვა
პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებმა იჩხუბეს [ვიდეო]
ქუთაისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდა. დეპუტატებს შორის ჩხუბი სავარაუდოდ, გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, სადაც უკლება პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა. დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ჩხუბში საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები კახა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი მონაწილეობდნენ. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სახის არეში დაზიანებები მიიღო.
ფოტო/ვიდეო "ქუთაისიპოსტი"
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)