|
2018-09-18 14:53:07, 2379 ნახვა
სამართალი
გახარია: მარიხუანის მოხმარების ნაწილში, სადაც ქაოსი გვქონდა, საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების დიდი ინსტრუმენტი გავაჩინეთ
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ შემუშავებულ კანონპროექტზე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტი მარიხუანის მოხმარების დარეგულირება იყო და ეს უწყებამ უკვე გააკეთა. „ჩვენ დავწერეთ კანონი, სადაც წერია, რომ მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი, თუ ზის სატრანსპორტო საშუალების საჭესთან და მართავს მას, ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ახლა, წარმოიდგინეთ, ეს რამხელა ცვლილებაა მენტალიტეტში. საზოგადოებაში აღქმული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივი ლეგალიზება, და ვთქვით, რომ თუ ადამიანი იქნება კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, სასამართლოს ეძლევა უფლება მას მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის გარკვეულ პროფესიებზე - ექიმი, ადვოკატი, საჯარო სამსახურში დასაქმებული და ა.შ. რეალურად, ჩვენ, მარიხუანის მოხმარების ნაწილში, იქ სადაც სრული ქაოსი და დაუსჯელობა გვქონდა, დღეს გავაჩინეთ საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების ძალიან დიდი ინსტრუმენტი. ჩათვალეთ, რომ ხდება გარკვეული ზეწოლა გადაწყვეტილების მიღებაზე, როდესაც ადამიანი იღებს პირველ გადაწყვეტილებას მოიხმაროს ეს ნივთიერება თუ არა; რაც, რა თქმა უნდა, არის ძალზედ მავნე მისთვის. ჩვენ მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები გავატარეთ და ვთქვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ეფექტური კონტროლის საშუალება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი. ასევე, ვთქვით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას მოჰყვება შემდგომი ნაბიჯები, სამედიცინო ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს და ექნება ეფექტური კონტროლის საშუალება და ასევე, ერთხელ ვთქვი ხაზგასმით, რომ ეს რეგულირების ნაწილში გავაკეთეთ. პირიქით, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხმარება, რომ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკა განახორციელოს კიდევ უფრო ეფექტურად. ეს არის და ეს. სხვა ყველა შეკითხვა თუ არსებობდა და არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება და შეკითხვებს პასუხები გაეცემა. ფართო პლათფორმაზე, რომელზეც გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, იქნება მიღებული. ჩვენ ხომ ვთანხმდებით, რომ რეგულირების ნაწილში არანაირი კითხვები არ არსებობს და ეს უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)