15:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 20:07:07, 2279 ნახვა

სამართალი
„რაც ხდება აბსოლუტური ბოდვაა, ვემიჯნები“ - ლევან ყიფიანმა პროკურატურა დატოვა

„ეს ვიღაცის  პოლიტიკური, ფინანსური ინტერესებია რაშიც მე  მონაწილეობას  ვერ მივიღებ“, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„დაწყებულია გამოძიება. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ვითანამშრომლებთ მომავალშიც. ყველაფერს დაადგენს  გამოძიება. ის რაც ხდება, აბსოლუტური ბოდვაა, ვემიჯნები. ეს ვიღაცის  პოლიტიკური, ფინანსური ინტერესებია რაშიც მე  მონაწილეობას  ვერ მივიღებ და ამას ვემიჯნები, ამიტომ მე კატეგორიულად თხოვნა მაქვს ყველას  მიმართ, განსაკუთრებით იმ ტელევიზიისადმი, რომელთა მიმართაც არის აგორებული თითქოს ეს აჟიოტაჟი, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ყველაფერი არის გამოგონილი ტყუილი.  ამას კიდევ ყველაფერს დაადგენს გამოძიება რა არის და როგორ. ავთენტურობასაც დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება. მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი სამი წელი. ამიტომ  არ ვიცი, მე მოვუწოდებ თქვენც ჟურნალისტებსაც და იბერიის ჟურნალისტებსაც, რომ შეიძლება  რომელიმე ჟურნალისტი იგივენაირად გახდეს მსხვერპლი“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა„იბერიას“ საქმეზე კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი სამ მილიონზე საუბრობენ, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ხოლო ნაწილი „ომეგა ჯგუფმა“ კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics