15:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 17:49:44, 2055 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ქართველმა მწერლებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

ახალი სასწავლო წლის დაწყება  არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაშიც აღინიშნა.  N 11 პენიტენციურ დაწესებულებას  პროექტ ,,ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ქართველი მწერლები  მანანა მენაბდე, გიორგი არაბული, ნინია სადღობელაშვილი, ბექა ქურხული და ალექსანდრე შუღლაძე  ესტუმრნენ.

მათ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ახლო მომავალში  საკუთარ ოჯახებში დაბრუნება უსურვეს.

მწერლებმა მსჯავრდებულებთან შეხვედრისას საკუთარი ნაწარმოებებიდან  ცალკეული ეპიზოდები წაიკითხეს. მათი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში  ყველა  პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მსჯავრდებულები სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.

შეხვედრის დასასრულს მანანა მენაბდემ საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შეასრულა.

სტუმრებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

შეხვედრა ბრალდებულების/მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics