|
2018-09-17 16:40:13, 1846 ნახვა
საზოგადოება
შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი ეწყობა
მთაწმინდის რაიონში, შინდისში, სამკილომეტრიანი წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო. მერიის ცნობით, ქსელის მოწყობას, რომელსაც შპს „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებს, მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარია გამოყოფილი. „შინდისში სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აქ დაახლოებით, 150 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ იმის შესაძლებლობა, რომ სასმელი წყალი მიწოდებოდათ. ამიტომ, ეს პროექტი აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები - ცენტრალური მაგისტრალი, დაქსელვა, დაერთება დეკემბერში დასრულდება, რათა ადგილობრივი მოსახლეობა წყლით უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტი მოამზადა და მთაწმინდის გამგეობას საჩუქრად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) გადასცა, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს, თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიასთან ერთად, ზედამხედველობას გაუწევს. შინდისის წყლით უზრუნველყოფის საკითხზე მუშაობა ქალაქის მთავრობამ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიწისქვეშა კომუნიკაცია დასახლებაში ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც მოსახლეობა იძულებულები იყო წყალი გადამზიდი ავზებიდან გაცილებით ძვირად შეეძინა. წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა შინდისში წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი წყალმომარაგებით 100-ზე მეტ ოჯახს უზრუნველყოფს. სამუშაოებს მერთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, ასევე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები - ბექა ოდიშარია და ირაკლი აბუსერიძე გაეცნენ.
(NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)