22:34 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 11:53:16, 2931 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ნატო კი, საქართველოსთვის - პარტნიორობა გაგრძელდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით, რათა ქვეყანა ალიანსში გაწევრიანდეს.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველომ საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწია.

"ჩვენ მივესალმებით ამ პროგრესს. ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, იმავე სიძლიერით, როგორც თავად საქართველო იბრძვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, მათ შორის ნატო-ს წევრობისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე დასძინა, რომ ივლისში ნატო-ს სამიტზე „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ნატო-ს ოპერაციესა და სწავლებებში:

„საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ნატო კი საქართველოსთვის და ჩვენ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას გავაგრძელებთ“, - იენს განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics