14:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 13:31:52, 795 ნახვა

საზოგადოება
ბათუმი საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს

ბათუმში ბიზნესფორუმი "საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკა" გაიმართა. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. სტუმრებს ასევე მიესალმა აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობას და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა აჭარის რეგიონით დაინტერესებისთვის.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ფორუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება ერთგვარი პლატფორმაა ორი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად და ახალი ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. მისი თქმით, სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, ისევე როგორც მოქნილი საგადასახადო სისტემა, ქმნის ძალიან მიმზიდველ ატმოსფეროს რეგიონში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

ბიზნესფორუმს ჩეხეთის რესპუბლიკის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი, ოფიციალური დელეგაციის წევრები, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე 25 კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას. ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღეს ინფორმაცია.

ფორუმის მონაწილეები, სპეციალური პრეზენტაციებით, აჭარისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საინვესტიციო და ტურისტული კუთხით არსებულ პოტენციალს გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ფორუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების (ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიზნესფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics