14:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 16:47:15, 1624 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: კანაფმა უდიდესი ზიანი მოიტანა, მაგრამ შეგვიძლია, ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ

„უდიდესი ზიანი მოიტანა კანაფმა ამ ქვეყნისათვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ რეალურად ეს ზიანი გადავაქციოთ სარგებლად“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო მარიხუანის მედიკამენტებისგან შემოსული თანხა რეაბილიტაციაზე, პრევენციაზე, სპორტის განვითარებასა და განათლებაზე გადანაწილდება.

„უდიდესი ზიანი მოიტანა კანაფმა ამ ქვეყნისათვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ რეალურად ეს ზიანი გადავაქციოთ სარგებლად, იმითი, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ შეიძლება კანაფისაგან ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი მედიკამენტების წარმოება და ამ მედიკამენტების გაყიდვით მიღებული შემოსავლის გამოყენება ზიანის თავიდან აცილებასა და შემსუბუქებაში. მედიკამენტების გაყიდვისგან შემოსული ფული უნდა მივმართოთ სწორედ რეაბილიტაციაზე, პრევენციაზე, მასობრივი სპორტის განვითარებასა და განათლებაზე. ჩვენი პრინციპია, რომ ზიანი გადავაქციოთ სარგებლად საზოგადოებისთვის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას დღეს წარედგინა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics