21:37 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 11:20:20, 787 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ავთანდილ შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში, ომარ ხაიამის ქუჩაზე დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 15 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული 12,3173 გრ ნარკოტიკული საშუალება 2,09215 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics