11:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 13:09:20, 629 ნახვა

საზოგადოება
საია „იბერიაზე“: გავრცელებული ჩანაწერები შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს - საჭიროა გამოძიების ჩატარება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია იბერიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორვ განცხადებაშია აღნიშნული, საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად, სრულყოფილად და ჯეროვნად  შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

"2018 წლის 09 სექტემბერს გავრცელდა აუდიო ჩანაწერი სადაც სავარაუდოდ ტელეკომპანია იბერიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ყოფილი თანამდებობის პირი საუბარში აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია გამაღიზიანებელია - "ყველა გამოდის "რუსთავი 2"-ზე უარესი არისო "იბერია." უფრო აღიზიანებთ“  და მფლობელს მის გაცვლას სთავაზობს პრობლემების მოგვარებაში - "ტელევიზია, რომ გაცვალო აი ამ პრობლემებში მოვდივარ კეთილი ნებით.“

2018 წლის 10 სექტემბერს გავრცელებული აუდიო ჩანაწერის თანახმად კი, რომელშიც სავარაუდოდ ასევე ზემოთ ხსენებული პირები ესაუბრებიან ერთმანეთს, ირკვევა რომ “ომეგა ჯგუფის” პრობლემების მოსაგვარებლად სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა. ამ პროცესში სავარაუდოდ ჩართული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილიც. 

მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის საუბრები, მით უფრო ხელისუფლებასთან აფილირებული პირების მხრიდან, დაუშვებელია. როგორიც არ უნდა იყოს მედიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული პროდუქტი, მხოლოდ საზოგადოებაა უფლებამოსილი შეაფასოს ის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. გავრცელებული ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად, სრულყოფილად და ჯეროვნად  შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ამასთან, მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში დაცული იქნეს ჟურნალისტთა უფლებები. თანამშრომლებმა დღემდე არ იციან გააგრძელებს თუ არა ორგანიზაცია მუშაობას. მაუწყებლობის  შეწყვეტა წინასაარჩევნო პერიოდში კი, კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენს", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics