|
2018-09-12 12:19:59, 1373 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, - როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში. „იგეგმება შეხვედრები, ჩვენს კოლეგებთან, მეგობრებთან. ბუნებრივია, საუბარი გვექნება იმ ყველაზე მწვავე გამოწვევებზე, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც იქნება განხილული", - განაცხადა პრემიერმა. ამასთან ერთად, ნიუ-იორკში მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე. „მოგეხსენებათ, ეს არის ის ტრიბუნა, რომელიც საშუალებას იძლევა, მთელი მსოფლიოს გასაგონად დავსვათ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხები. აქაც გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის მედიასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ამ ვიზიტისგან ველოდებით მნიშვნელოვან შედეგებს, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)