16:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 19:17:24, 1001 ნახვა

კომენტარი
ბოკერია ხორავას ქუჩის საქმეზე: ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს - ეს არის პოლიტიკური უტიფრობა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქცია მართავენ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მივიდნენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, მათი პოლიტიკური გუნდი ზაზა სარალიძეს მხარს უჭერს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვრცელი დასკვნა გამოაქვეყნა, ხელისუფლებას დამნაშავის დასჯის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის პირადი პოზიციაა, რომ ზაზა სარალიძეს მხარში დავუდგეთ. ყველა დღე, როდესაც ხელისუფლება არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დამნაშავებიის დასჯის თვალსაზრისით, ეს ასმაგად ამძიმებს დღევანდელი ხელისუფლების პაუსიხსმგებლობას. ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის დოკუმენტირებული უსამართლობის მაგალითი. კომისიის დასკვნაში დეტალურად არის გაწერილი ის, რაც ქართულმა საზოგადოებამ აქამდეც იცოდა, თუმცა ახლა, ეს ყველაფერი ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული. ცნობილია კონკრეტული პირი, რომლის მიმართაც არსებობს მტკიცებულებები, რათა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს მკვლელობაში თანამონაწილეობის თვალსაზრისით. აგრეთვე, ცნობილი არიან პირები, რომლებიც ამ დამნაშავეს ხელს აფარებენ. ჩვენ ამ მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ და ეს არის პოლიტიკური უტიფრობა. მხარს ვუჭერთ და თანავუგრძნობთ ზაზა სარალიძეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics