11:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 17:40:13, 862 ნახვა

საზოგადოება
ლია გიგაურმა და თემურ მურღულიამ განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტირის, მიხეილ ბატიაშვილის ორი მოადგილე თანანმდებობიდან გათავისუფლდნენ. 

ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება, მათ შორის საკადრო.

„განათლების ხელმისაწვდომიბის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარია განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანანმდებობას ტოვებენ: მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics