|
2018-09-10 13:46:15, 1133 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ გამართული შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზეისაუბრეს, ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას. ნიკოლ ფაშინიანმასაქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ოფიციალურივიზიტი სომხეთში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. მამუკა ბახტაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოშიგანხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომგადაიდგმება არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ტრანსფორმაციას და ეკონომიკის სწრაფგანვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპულ დაევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ერის ცივილიზაციურიარჩევანია. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებისმონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისპოტენციალზე ისაუბრეს, განიხილეს ასევე ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მეგობრებს წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაუზიაროს. გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგივოლსკი და "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი დავით ფერაძე დაესწრნენ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)