15:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 12:31:53, 1065 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: ახალი საბაჟო კოდექსი საშუალებას იძლევა საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები სხვა პირს გადაეცეს

"ახალი საბაჟო კოდექსით, ჩნდება საბაჟო პროცედურის მფლობელის დეფინიცია და პროცედურის მფლობელის ცვლილების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები გადაეცეს სხვა პირს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული სიახლე ბიზნესსექტორს მისცემს საშუალებას, აწარმოოს მისთვის სასურველი გარიგება საბაჟო ზედამხედველობაში მოქცეულ საქონელზე ისე, რომ ხელი არ შეეშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.

"გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება საბაჟო გადაწყვეტილების დროებით შეჩერება. კერძოდ, საბაჟო ორგანოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს გადამხდელზე, წინასწარ ეცნობება მას, გადამხდელის მხრიდან არგუმენტების გათვალისწინების მიზნით. გარდა ამისა, საბაჟო ორგანოსთვის ჩნდება შესაძლებლობა, შეაჩეროს საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულება, თუ ის გამოუსწორებელ ზიანს აყენებს დაინტერესებულ პირს", - განაცხადა მინისტრმა. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics