|
2018-09-07 09:28:52, 1405 ნახვა
პოლიტიკა
პატრიარქის ფონდის წარმომადგენელი დღეს ისაუბრებს რატომ მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში
პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. ინფორმაცია ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ანდრიაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ამ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დასტურს ელოდება. ამის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს. კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრები არიან ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე,თენგიზ თავდგირიძე, უმითოსმანაღაოღლუ, ლია ბახუთაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ნიკა ხუგაშვილი, ილია მხითაროვი, ვაჟა დავითაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ჰასან ზიიზ შევქეთბეიოღლუ, სადიქ ზია ენდეროღლუ და იოანე ანდრიაძე.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)