16:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 14:36:35, 1196 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი მექანიზმები

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თბილისში, კრემლის მიერ დაფინანსებულ, მედიაფორუმს ეხმაურება. 

ბახტაძის განცხადებით, რუსულ პროპაგანდას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო ებრძვის. მისივე თქმით, ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი მექანიზმები, რათა საქართველოში ნეგატიური პროპაგანდის პრევენცია მოხდეს. 

„რაც შეეხება რბილ ძალას და პროპაგანდას, რომელიც რუსეთიდან მოდის, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ გამოწვევა საქართველოსთვის, სამწუხაროდ ეს გახდა გამოწვევა მთელი დასავლეთისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რაც შეეხება პროპაგანდის და რბილი ძალის ეფექტს. ქართულმა საზოგადოებამ, თავისი გადაწყვეტილება დიდი ხანია დააფიქსირა. ეს არ გახლავთ პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ქართველი ერის არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმები, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შეიძლება ნეგატიურად აისახოს მოსახლეობაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ცნობისთვის, თბილისში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გრანტით დაფინანსებული მედიაფორუმი იმართება.ფორუმის პარალელურად მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. 

შეგახსენებთ, გუშინ ფორუმის 3 მონაწილე საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიზეზი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics