11:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 10:36:17, 878 ნახვა

სამართალი
სუს-მა თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე 1 პირი პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის, თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანი ნათია პ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათია პ.  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი პირების მონაცემების გაყალბების გზით, თაღლითურად დაეუფლა აღნიშნულ პირთათვის განკუთვნილ სოციალური დახმარების თანხებს. სულ თაღლითური გზით მითვისებულია  1450 ლარი.

„გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის, თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9  წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics