11:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 18:51:08, 1356 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ორ პირს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს - შ.ჰ.-ს და ბ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ შ.ჰ.-მ - 52,7647 გრ., ხოლო ბ.მ.-მ - 83,2132 გრ. ,,ჰეროინი" და თავიანთ  სხეულში ინახავდნენ.

„გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად შ.ჰ. და ბ.მ. სამართალდამცველებმა 2018 წლის 2 სექტემბერს სადახლოში დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას სხეულში აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი".

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა შ.ჰ.-ს და ბ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შ.ჰ.-სთვის და ბ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics