11:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 11:46:18, 1117 ნახვა

სამართალი
შსს-მ ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გ.გ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში 2001 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics